ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის კონვენცია

ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის კონვენცია
1997 წელს ევროპის საბჭომ შეადგინა ბიომედიცინასთან, ახალ სფეროსთან დაკავშირებული კონვენცია, რომელსაც სერიოზული ზეგავლენა აქვს ადამიანის უფლებებზე. კონვენციას მოჰყვა 1998 წლის დამატებითი ოქმი ადამინის კლონირების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს ბიომედიცინაში მიღწევების გამოყენების ხელშეწყობას, თუმცა ამავე დროს არეგულირებს ახალი ტექნოლოგიის ნებისმიერ იმგვარ გამოყენებას, რომელმაც შეიძლება მუქარა შეუქმნას პიროვნების ღირსებას. იღებს რა სათავეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან, იგი ადგენს ადამიანის ღირსების უზენაესობას, რომელიც საზოგადოებისა თუ მეცნიერების ინტერესებზე უფრო მაღლა დგას (მუხლი 2). კონვენცია ადგენს წესებს პაციენტის თანხმობის შესახებ სანედიცინო მომსახურებასთან, პირადი ცხოვრების დაცვასა და ინფომაციის უფლებასთან, ადამიანის გენეტიკურ ჩარევასა და დისკრიმინაციასთან, სამეცნიერო კვლევში ჩართულ ადამიანთა დაცვასთან, ორგანოებისა და ქსოვილის ამოღებასა და ადამიანის სხეულის განკარგვასთან დაკავშირებით. პირველი დამატებითი ოქმი კიდევ უფრო აფართოვებს ამ აზრს და კრძალავს „ნებისმიერ ჩარევას ერთი ადამიანის, ცოცხალის თუ გარდაცვლილის, გენეტიკურად მსგავსი მეორე ადამიანის შექმნაში“(მუხლი 1 (1)), ხოლო შემდეგი ოქმი ეხება ადამიანის ორგანოებისა და მათი ქსოვილების გადანერგვას.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის კონვენცია" в других словарях:

  • ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის შესახებ — ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვას ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში, აგრეთვე პაციენტთა დაცვას მათი აქტუალიზირებული კოდის შექმნის გზით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ კონვენციის 1998წ. დამატებითი ოქმი, რომელიც კრძალავს ადამიანის კლონირებას.… …   Georgian encyclopedia

  • პაციენტის უფლებები — უფლებათა და თავისუფლებათა ერთობლიობა, რომელიც აქვს ნებისმიერ პირს და მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს, ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»